საფრანგეთის თასის 1/2-ფინალში პარი სენ ჟერმენის მეტოქე გაირკვა
3 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის თასის ნახევარფინალში ,,პარი სენ ჟერმენის'' მეტოქე ლიგა 2-ის გუნდი ,,დიუნკერკი'' იქნება. მატჩი 2 აპრილსაა ჩანიშნული.
თასის 1/4-ფინალში პარიზულმა კლუბმა ,,ბრიუშენი'' 7:0 დაამარცხა, ,,დიუნკერკმა'' კი ,,ბრესტის'' გაგდება შეძლო (3:2).
საფრანგეთის თასის ნახევარფინალური წყვილები:
დიუნკერკი - პსჟ
კანი - რეიმსი
საფრანგეთის თასის მოქმედი ჩემპიონი სწორედ ,,პსჟ-ა'', რომელმაც შარშან ფინალში ,,ლიონს'' მოუგო.
წელს ფინალური მატჩი 24 მაისს, პარიზში, ,,სტად დე ფრანსზე'' გაიმართება.
USL Dunkerque (Ligue 2) away awaits Paris in the Coupe de France semi-finals 🔥#USLDPSG | @coupedefrance pic.twitter.com/gvGNOwrCtp
— Paris Saint-Germain (@PSG_English) February 27, 2025