Belive

"კვარაცხელიას ერთი-ერთზე თამაშის უნარს მოვპარავდი" - რასპადორი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

DAZN-ის პოპულარულ რუბრიკაში "Dazn Heroes" საუბრის დროს, "ნაპოლის" ახალგაზრდა შემტევმა ჯაკომო რასპადორიმ საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა.

ნეაპოლიტანურ კლუბში გადასვლის, სადებიუტო გოლისა და სხვა საკითხების შესახებ საუბრის პარალელურად, რასპადორიმ თანაგუნდელების შესახებაც გააკეთა კომენტარი და მათი ძლიერი მხარეები აღნიშნა.

"ოსიმენს თავურ დარტყმას მოვპარავდი - მისი თავური სიგიჟეა. ზონებში მოძრაობის უნარს ჩოლიტოს (სიმეონე) მოვპარავდი. კვარას, ისევე, როგორც ლოზანოს ერთი-ერთზე თამაშის უნარს - ხოლო პოლიტანოს დარტყმას მოვპარავდი", - ჯაკომო რასპადორი.

სხვა სტატიები