Belive

დე ლაურენტისმა განმარტა, რატომ არ იყიდა ნაპოლიმ ერლინგ ჰოლანდი

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, განაცხადა, რომ ერლინგ ჰოლანდის ყიდვაზე უარი მინო რაიოლას თხოვნის გამო თქვა:

,,ზალცბურგიდან 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ ჰოლანდის შეძენის ზღვარზე ვიყავი. ოფიციალური შეთავაზება მზად იყო, მაგრამ მინო რაიოლამ მითხრა: ,,გთხოვთ, ნუ ეცდებით ერლინგის ყიდვას, რადგან მის მომავალ ტრანსფერზე უკვე სხვა გუნდს შევუთანხმდი.'' - აურელიო დე ლაურენტისი

ერლინგ ჰოლანდი ავსტრიული გუნდიდან დორტმუნდის ,,ბორუსიაში'' 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, ორი წლის შემდეგ კი ,,მანჩესტერ სიტიმ'' გერმანელებს 60 მილიონი ევრო გადაუხადა.

მიმდინარე სეზონში 23 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე ,,ქალაქელთა'' მაისურით ჩატარებულ 30 შეხვედრაში 27 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები