Corriere della Sera - კვარამ პარიზისკენ თვითმფრინავი დღეისთვის დაჯავშნა
8 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიური სპორტული ჟურნალების პირველი გვერდები ხვიჩა კვარაცხელიას ეძღვნება. Corriere della Sera-ს ცნობით, ქართველი შემტევი პარიზს დღეს ეწვევა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. იტალიური გამოცემა წერს, რომ კვარამ კერძო რეისი გუშინ საღამოს დაჯავშნა, იქამდე კი ნაპოლის სპორტულ ბაზაზე კლუბს და თანაგუნდელებს გულთბილად დაემშვიდობა.
თითქმის გადაწყვეტილია, რომ ხვიჩა "პსჟ"-ს 70 მილიონი ევროსა და ბონუსების სანაცვლოდ შეურთდება. მისი ხელფასი კი 9 მილიონ ევრომდე იქნება. შემოწმების შემდეგ, ხვიჩა პარიზულ გრანდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.