Belive

კვარაცხელიას აგენტი: "დიდი ინტერესია - რამდენიმე შეხვედრა უკვე გავმართე"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა 20 წლის ქართველი ფეხბურთელის მომავალი ტრანსფერის შესახებ რუსულ მედიასთან ისაუბრა.
"მთელი ცხოვრების განმავლობაში რუსულ ფეხბურთში ვმუშაობ და პრემიერ ლიგას ნამდვილად ვაფასებ. როდესაც ხვიჩამ "რუსთავი" დატოვა, ორი ვარიანტი გვქონდა. ჩვენ მოგვიწვიეს "ბენფიკას" პირველ გუნდში, მაგრამ ავირჩიეთ "ლოკომოტივი". ეს საკმაოდ შეგნებულად გავაკეთეთ -  ვიცი, რომ რუსულ გუნდებში პოსტსაბჭოთა ქვეყნების ფეხბურთელებს განვითარება შეუძლიათ. ვფიქრობ, ხვიჩას კარიერა იდეალურად ვითარდება. მან სახელი გაითქვა "ლოკოში", "რუბინში" კი იზრდება - მადლობა სლუცკის, საიმანოვსა და მთლიან კლუბს. პასუხისმგებლობით ვაცხადებ: თუ საქართველოში მსგავსი ტალანტი კიდევ გამოჩნდება, "რუბინი" იქნება პირველი გუნდი, რომელსაც რეკომენდაციას გავუწევ. ახლა კვარაცხელიას მიმართ იტალიიდან და ინგლისიდან დიდი ინტერესია. რამდენიმე შეხვედრა უკვე მქონდა, სიტუაცია კი მალე გაირკვევა. თუმცა, ხვიჩა ულტიმატუმს არ გასცემს, რომ რუსეთი ზაფხულში დატოვოს," - თქვა მამუკა ჯუღელმა.  

სხვა სტატიები