"კვარაცხელიას 3 წლის წინ ვაკვირდებოდით" - დე ლაურენტისი
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, "აინტრახტისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება შედგება. პრინციპული მატჩი 21 თებერვალს, 23:55 საათზე, "Deutsche Bank Park"-ზე გაიმართება.
- სპალეტი: ,,კვარაცხელია და ოსიმენი შეტყობინებას საფეხბურთო სამყაროს უგზავნიან”
- იტალიური მედია: ნაპოლი კვარაცხელიასთვის კონტრაქტის განახლებას აპირებს
- კოსტაკურტა: “ნაპოლი ევროპის საუკეთესო კლუბია, კვარაცხელია კი აღმოჩენა…”
"აინტრახტთან" გასამართი მატჩის წინ, იტალიურ მედიაში აურელიო დე ლაურენტისის ინტერვიუ გავრცელდა, სადაც მან "ნაპოლის" სათამაშო ფორმისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
"გასაოცარია, როდესაც "ნაპოლის" ბრწყინვალე თამაშით გაკვირვებულ ადამიანებს ხედავ. არ მინდა ვთქვა, რომ საუკეთესო, მაგრამ "ნაპოლი" ყოველთვის მაღალი დონის გუნდი იყო. "პარტენოპეი" ყოველთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდა.
ჩვენ გვყავს მთავარი მწვრთნელი, რომელმაც შესანიშნავად იცის თავისი საქმე. მან იცის, როგორ იმუშავოს. რა თქმა უნდა, სპალეტის არ ეცოდინება ყველა ფეხბურთელი მთელს მსოფლიოში - ეს მისი მოვალეობა არაა, ის ფოკუსირებას მოედანზე ახდენს.
ხვიჩა კვარაცხელიას 3 წლის წინაც ვაკვირდებოდით, მაგრამ იმ დროს მისი გამოსასყიდი ფასი €30 მილიონს შეადგენდა. კოვიდ პანდემიის შედეგად €200 მილიონამდე დავკარგეთ და ჩვენს თავს მისი ყიდვის უფლება ვერ მივეცით", - აურელიო დე ლაურენტისი.