Belive

ანტონიო კასანო: "მილანთან წაგება ნაპოლისთვის ჩემპიონთა ლიგაზე უპირატესობის ტოლფასია"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მილანის “ინტერის”, “მილანის”, “რომას”, მადრიდის “რეალის” და იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ანტონიო კასანომ, "მილანთან" იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის შეხვედრაში (0:4) მარცხი შეაფასა და თქვა, რომ ეს შეიძლება "ნაპოლისთვის" უეფას ჩემპიონთა ლიგაზე უპირატესობის მომტანიც კი აღმოჩნდეს.

"ეს წელს პირველი შემთხვევა იყო, როცა ნამდვილი "ნაპოლი" ვერ ვნახე. "მილანი" იდეალური იყო. ისინი პირველები დაეუფლნენ ბურთს და ინიციატივას და და მოედანზე გამარჯვების მეტი სურვილით გამოვიდნენ.

"ნაპოლი" ძალიან ზედაპირული იყო და თითქოს მარცხისთვის მზად იყო. ამიტომაც, ნახევარ საათში 2 გოლი გაუშვეს, რამაც მეტოქეს თამაშის მართვის შესაძლებლობა მისცა.

შემდეგ "ნაპოლი" წინ წავიდა და ყველა კონტრშეტევის დროს "მილანი" გოლის გატანას ახერხებდა. "ნაპოლის" დაცვა ბოლო 8 თვეში ყველაზე სუსტი იყო.

მაგრამ, ახლა გეტყვით მნიშვნელოვან რამეს: ამ მატჩის შემდეგ "ნაპოლის" გაცილებით მეტი უპირატესობა ექნება, ვიდრე "მილანს". ნეაპოლელები მარცხის გამო მოწამლული იქნებიან და ეს იქნება ახალი მატჩი, "მილანი" კი იფიქრებს, რომ ახლა ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლის" დამარცხება შეუძლია, ისე რომ არ გააცნობიერებს, რომ სულ სხვა გუნდს დაუპირისპირდება.

იმის გათვალისწინებით, რომ "ნაპოლი" სრული ფავორიტია, "მილანისთვის" სირთულეები კიდევ უფრო გაიზრდება. ვფიქრობ, ამ მატჩში სულ მცირე ორ გატანილ გოლს ვნახავთ", - ამბობს კასანო.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრების 22 წლის ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი სერია A-ს ეგიდით, "ლეჩეს” წინააღმდეგ, სტუმრად, 7 აპრილს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება უშუალოდ ჩემპიონთა ლიგას, აქ "ნაპოლის" პირველი მატჩი "მილანის" წინააღმდეგ 12 აპრილს, სტუმრად, ელის.

სხვა სტატიები