"კვარაცხელიამ შესაძლებლობები მნიშვნელოვან მატჩებში დაამტკიცა" - ლუის ენრიკე
10 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის ლიგა 1-ის მეექვსე ტურში ლე მანს დაუპირისპირდება - მატჩამდე ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ლუის ენრიკემ ფეხბურთელების სათამაშო ფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სანერვიულო არაფერია.
ჟურნალისტები მუდამ წვრილმანებით ხართ დაკავებული. გასაგებია, ეს თქვენი საქმეა, მაგრამ მე გაცილებით უფრო მნიშვნელოვან რამეზე ვარ კონცენტრირებული. კვარაცხელიამ ჩვენთან გადმოსვლის შემდეგ, თავი მნიშვნელოვან მატჩებში გამოიჩინა და საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცა. უმაღლესი დონის ფეხბურთელია და მიხარია, რომ ჩვენთანაა. უნდა გავიგოთ, რომ ფეხბურთელები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და არა მანქანები. ბუნებრივია, რომ მათ აქვთ ჩავარდნები და აღზევებები. - ლუის ენრიკე.
შეგახსენებთ, რომ პარი სენ-ჟერმენი ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში არც ისე დამაჯერებლად ასპარეზობს - მოქმედი ჩემპიონი 8 ქულით მეექვსე ადგილს იკავებს. პარიზული გრანდისა და ლე მანის მატჩი 10 ოქტომბერს, 22:45 საათზე დაიწყება.