Belive

,,კვარაცხელიამ იმხელა ტკივილი მომაყენა, ჩემს ბინაში ქართველების შეშვება არ შემიძლიაო'' - სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გავრცელდა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

სოციალურ ქსელში ,,ნაპოლის'' ქართველი თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ, საინტერესო ამბავი ვრცელდება:

,,ფეხბურთის და ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორი...

მეგობრებმა იტალიაში ტური დავგეგმეთ, ავიაბილეთები ვიყიდეთ თბილისი-ბათუმის სამარშრუტო ტაქსის ბილეთის ფასად, დავჯავშნეთ სასტუმროები/აპარტამენტები რომში, ფლორენციაში, მილანში და ყველაფერი რომ მოგვარებული გვეგონა, 2 დღით ადრე რომის აპარტამენტების პატრონი დაგვეკარგა, აღარ გამოდის კონტაქტზე აღარ გვპასუხობს.

შევფიქრიანდით, გაუქმება არ გვინდოდა (რომის სულ ცენტრში იყო), მაგრამ მოგვიწია მაინც და ბუქინგზე რომ გავაუქმე მერე მოგვწერა Watsapp-ში - ვნახეო, რომ ქართველები იყავითო (ვითომ ფეისბუქზეც შემათვალიერა?) და ხვიჩა კვარაცხელიამ იმხელა ტკივილი მომაყენა, ჩემს ბინაში ქართველების შეშვება არ შემიძლიაო.

ახლა ვფიქრობ, ფლორენციაში ალბათ არ უნდა გვეშინოდეს იგივესი, მაგრამ მილანში ალბათ პარკში ან სადგურზე ძილი მოგვიწევს, იქ უფრო გამწარებული იქნება ხალხი. ხვიჩა კვარაცხელია - სანამ იტალიაში ითამაშებ, შენ ოღონდ ყოველ წელს ასე გაამწარე სხვა გუნდები და მე თუ გინდა, მერე კომოს ან ლაგომაჯორეს ტბის პირას კარავშიც კი დავიძინებ,'' - წერს ერთ-ერთ ჯგუფში ფეისბუქის მომხმარებელი.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 41 შეხვედრაში 14 გოლი და 14 საგოლე გადაცემაა.

ქართველმა ფეხბურთელმა სერია A-ს სადებიუტო სეზონშივე იტალიის ჩემპიონატის მოგება შეძლო.

სხვა სტატიები