იუვენტუსიდან ნაპოლიში - შემდეგი სეზონიდან ნეაპოლელებს ახალი სპორტული დირექტორი ეყოლებათ
პოპულარული იტალიელი საფეხბურთო ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 2023/24 წლების სეზონიდან, სერია A-ს მოქმედ გამარჯვებულ "ნაპოლის" ახალი სპორტული დირექტორი ეყოლება.
მთავარი კანდიდატი, რომელიც აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად ემზადება, ჯოვანი მანა გახლავთ, რომელიც ამჟამად ტურინის "იუვენტუსის" აკადემიაში სპორტულ დირექტორადაა დასაქმებული და 19-წლამდელთა და 23-წლამდელთა გუნდებთან მუშაობს.
ამჟამად "ნაპოლის" სპორტული დირექტორი მაურო მელუსო გახლავთ, რომელიც გუნდში 2023 წლის ზაფხულში, კრისტიანო ჯუნტოლის შემცვლელად მივიდა, თავად ჯუნტოლი კი ჩრდილოეთში გადაბარგდა და "იუვენტუსში" დასაქმდა. ნეაპოლელთა პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი მაურო მელუსოს საქმიანობით უკმაყოფილოა და მის შემცვლელს აქტიურად ეძებს.
იტალიის სერია A-ში "ნაპოლის" 30 მატჩი აქვს ჩატარებული, 12 მოგებით და 9 ფრით 45 ქულა აქვს დაგროვებული და სატურნირო ცხრილში მერვე პოზიციას იკავებს, რაც შეეხება მომდევნო ტურს, აქ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი 7 მარტს, "მონცას" შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.