Belive

პსჟ კვარაცხელიას უახლოვდება - დე ლაურენტისი კი ქართველს ვერ ელევა

7 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი იტალიური გამოცემა "'Corriere dello Sport"-ის ინფორმაციით, "პსჟ" საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ნაპოლის" 23 წლის შემტევს - ხვიჩა კვარაცხელიას უფრო და უფრო ითხოვს და მისი კლუბში მოყვანისთვის ყველაფერს იზამს, თუმცა ამ ყველაფერს მეორე მხარე აქვს და ეს აურელიო დე ლაურენტისია.

პარიზულმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მათი შეტევა დომინანტი ვერ არის, ამ ყველაფერს კი ემატება ის უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რომ კილიან მბაპეს სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება და თითქმის გადაწყვეტილია, რომ იგი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. სავარაუდოდ, შემდეგი სეზონიდან მადრიდის "რეალში" ვიხილავთ.

აურელიო დე ლაურენტისი კი შეგუებულია, რომ სეზონის ბოლოს ვიქტორ ოსიმენს დაკარგავს, ამ ყველაფერთან ერთად კი "ნაპოლის" პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს, რომ კლუბში 2001 წელს დაბადებული ქართველი შემტევი შეინარჩუნოს.

ასევე ცნობილი ხდება ის ფაქტი, რომ დე ლაურენტისი "რომასთან" მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას მამასა და მის აგენტს შეხვდა და ახალი კონტრაქტის დეტალებზე ისაუბრეს, რომელიც ხვიჩას 2027 წელს ეწურება. "ნაპოლის" პრეზიდენტის მთავარი იდეა ქართველი ფეხბურთელის კლუბში დატოვება და ხელფასის საგრძნობლად მომატებაა. ასევე ცნობილია ის ფაქტი, რომ მოლაპარაკება უახლოეს კვირებში გაგრძელდება.

ხვიჩა კვარაცხელიათი არაერთი გრანდი არის დაინტერესებული, თუმცა ყველაზე რეალური შანსი "პსჟ"-ა, რადგან სხვა კლუბები იმ თანხას ვერ გადაიხდიან, რომელსაც აურელიო დე ლაურენტისი მის სანაცვლოდ იხდის.

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად "ნაპოლის" რთული სეზონისა, ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 42 ჩატარებულ თამაშში 10 გატანილი გოლი და 9 შესრულებული საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები