კვარაცხელია სასტარტოში დაბრუნდა | ხვიჩა ლივერპულის წინააღმდეგ ძირითადში იქნება
დღეს “ნაპოლი” მორიგ ჩემპიონთალიგურ შეხვედრას გამართავს. იტალიელთა მეტოქე “ლივერპული” იქნება, რომელიც ერთხელ უკვე დაამარცხეს. “დიეგო არმანდო მარადონაზე” გამართული შეხვედრა ინგლისელებმა 1:4 დათმეს. დღევანდელი მატჩი იურგენ კლოპის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ისინი "ნაპოლის" 4-ბურთიანი უპირატესობით დაამარცხებენ, ჯგუფში პირველ ადგილს დაიაევებენ და 1/8 ფინალში შედარებით სუსტი მეტოქე შეხვდებათ.
რამდენიმე წუთის წინ, “ნაპოლის” სასტარტო თერთმეტეული გამოქვეყნდა, სადაც კვარაცხელიას გვარს ამოვიკითხავთ. შეგახსენებთ, რომ სპალეტიმ წინა ჩემპიონთალიგურ შეხვედრაში, "რეინჯერსის" წინააღმდეგ, ხვიჩას დასვენება გადაწყვიტა.
📃 I NOSTRI 11:
— Official SSC Napoli (@sscnapoli) November 1, 2022
Meret, Di Lorenzo, Ostigard, Minjae, Olivera, Anguissa, Lobotka, Ndombele, Politano, Osimhen, Kvaratskhelia .#LiverpoolNapoli #UCL
💙 #ForzaNapoliSempre pic.twitter.com/GbBnAULOMn
აღნიშნული მატჩი დღეს, თბილისის დროით, 23:55 საათზე დაიწყება. ინგლისურ-იტალიურ დაპირისპირებას "ლივერპულის" საშინაო სტადიონი "ენფილდი" უმასპინძლებს.