შახტარმა ევროპა ლიგის განაცხადში გოჩოლეიშვილი არ შეიყვანა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
16 თებერვალს ევროპა ლიგა ბრუნდება და ევროპის რანგით მეორე გუნდებიც საქმეში ერთვებიან. ამ ტურნირზე ასპარეზობს "შახტარიც", რომლის მეტოქე ფრანგული "რენი" იქნება. უკრაინელებმა აღნიშნული მატჩისთვის შემადგენლობა უკვე დაასახელეს, სადაც ქართველი ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილი ვერ მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგიმ დონეცკელებთან კონტრაქტი გასული წლის 29 ნოემბერს გააფორმა. “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილმა ფეხბურთელმა უკრაინულ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ის ძალაში 2023 წლის 1 იანვრიდან შევიდა.