Belive

მასკერანომ პარიზის ოლიმპიადისთვის არგენტინის შემადგენლობა დაასახელა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, ფეხბურთი სტარტს 24 ივლისს აიღებს და 10 აგვისტოს დასრულდება.

არგენტინის ოლიმპიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა - ხავიერ მასკერანომ, პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის არგენტინის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა, სადაც რამდენიმე ვარსკვლავს შევხვდებით.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურ თამაშებზე ნაკრებები ძირითადი შემადგენლობებით ვერ ასპარეზობენ, რადგან ასაკობრივი შეზღუდვა (23 წლამდე) მოქმედებს, სწორედ ამის გამო, კი მწვრთნელებს 3 ფეხბურთელის (ვარსკვლავის) დამატების უფლება აქვთ.

ხავიერ მასკერანომ ოლიმპიური თამაშებისთვის ნაკრებში შემდეგი სამი ფეხბურთელი დაიმატა - ნიკოლას ოტამენდი ("ბენფიკა"); ხულიან ალვარესი ("მანჩესტერ სიტი") და ტიაგო ალმადა ("ატლანტა იუნაიტედი").

არგენტინის საფეხბურთო ნაკრები პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე B ჯგუფში - მოროკოს, ერაყისა და უკრაინის ნაკრებებთან იასპარეზებს.

სხვა სტატიები