ესპანეთთან ჩატარებული შესანიშნავი თამაშის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა.
20 წლის ქართველი ფეხბურთელი წამყვანი სტატისტიკური პორტალის Transfermarkt.com-ის ბოლო 24 საათის ყველაზე ნახვად ფეხბურთელებს შორის მესამეა. კვარაცხელია მხოლოდ ერლინგ ჰოლანდსა და კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი დღის მონაცემებით, ხვიჩა უფრო მეტმა ადამიანმა მოძებნა, ვიდრე ლეო მესი (4), კილიან მბაპე (6) , რობერტ ლევანდოვსკი (8), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (9) და რომელუ ლუკაკუ (10). გარდა ამისა, სიაში მეხუთე პოზიციაზეა თურქი - ოზან ტუფანი, ხოლო მეშვიდეზე - ანდრე სილვა.