Belive

რეალის ლეგენდა კლუბს მბაპეს დამატებას ურჩევს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა სამეფო კლუბს მოუწოდა, რომ კილიან მბაპე სასწრაფოდ შეიძინონ.

კილიანმა შესანიშნავი ტურნირი ჩაატარა კატარში. გარდა იმისა, რომ მან რვა გოლი გაიტანა, ფინალში არგენტინის წინააღმდეგ, ჰეტრიკის შესრულებაც შეძლო. მიუხედავად მისი თავდადებული თამაშისა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა ვერ შეძლო მსოფლიო თასს ზედიზედ მეორედ დაუფლებოდა.

მბაპეს მუნდიალზე შთამაგონებელი გამოსვლების შემდეგ, "რეალის" ინტერესი მის მიმართ განახლდა. აქამდე ეს ინტერესი ფაქტიურად გაქრა, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელმა "პსჟ-სთან" საკმაოდ სარფიანი კონტრაქტი დადო.

გუტი, რომელსაც მადრიდული კლუბის შემადგენლობაში 542 შევხედრა აქვს ჩატარებული, თვლის, რომ "რეალმა", რაც შეიძლება მალე უნდა დაიმატოს მბაპე.

"რეალმა" კილიან მბაპეს შესაძენად ყველაფერი უნდა გააკეთოს. საუკეთესო ფეხბურთელები მადრიდის "რეალში" უნდა თამაშობდნენ." - განაცხადა 46 წლის გუტიმ MadridXtra-სთან საუბრისას.

შეგახსნებთ, რომ "რეალმა" სულ ახლახანს 16 წლის ბრაზილიელი ტალანდტი ენდრიკი გადაიბირა. ,,სამეფო გუნდი” თავდამსხმელის სანაცვლოდ 72 მილიონ ევროს გადაიხდის. ენდრიკი ,,რეალში” 2024 წლის ივლისიდან ითამაშებს. მხარეებს შორის კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა გაფორმებული.

სხვა სტატიები