ხვიჩა კვარაცხელია: "ქუჩებმა გამზარდა, როგორც ფეხბურთელი"
იტალიის სერია A-ს ოფიციალურმა არხმა ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ქართველი უამრავ საინტერესო თემას ეხება. მათ შორის იმას, თუ რას ნიშნავს ახალი გარემო მისთვის, სამშობლოს მონატრებასა და ნეაპოლელების სიყვარულზე, იმაზეც, თუ რა შეგრძნება იყო 33 წლის შემდეგ "ნაპოლისთვის" ნანატრი სკუდეტო მოეტანა. თამაშის მანერასა და სტილზე კი ხვიჩა ამბობს, რომ განსაკუთრებული გავლენა ქუჩის ფეხბურთმა მოახდინა და სწორედ ქუჩაში თამაში იყო ის, რამაც ის როგორც ფეხბურთელი გაზარდა.
ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია, ეს ჩემი ცხოვრებაა, ამაში ეჭვი არ მეპარება. სახლიდან გასვლისას მეგობრებთან ერთად გარეთ ვთამაშობდი, ვარჯიშის შემდეგაც ვთამაშობდი მათთან ერთად.
ქუჩის ფეხბურთში პირველი ნაბიჯები გადავდგი, იქ გავიზარდე. ვფიქრობ, ეს იმაზე მეტყველებს, თუ როგორ ვთამაშობ ახლა. ქუჩაში უამრავ შეხებას აკეთებ, მოგწონს ბურთის კონტროლი.
ახლაც, როცა რეალურ მოედნებზე, დიდ სტადიონებზე ვთამაშობ, მაინც ვცდილობ ვითამაშო ისე, როგორც ქუჩაში ვთამაშობდი. ქუჩებმა გამზარდა, როგორც ფეხბურთელი და შთამაგონა.
რვა წლის ასაკში დავიწყე თამაში ნამდვილ კლუბში, კარგ აკადემიაში, 11 წლის ასაკში კი "დინამო თბილისის" დიდ აკადემიაში გადავედი - ამბობს კვარაცხელია სერია A-ს არხთან ინტერვიუში
ხვიჩა კვარაცხელიას 2023/24 წლების სეზონში, "ნაპოლის" შემადგენლობაში ჩატარებულ 39 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე გადაცემა გაკეთებული. საჩემპიონო სეზონში კი ის იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდო მიიღო.