კვარაცხელია: ,,მხოლოდ მატჩის შემდეგ მივხვდი, რომ გოლი ასეთი ლამაზი გამოვიდა''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციის ვერსიით, სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო გოლად ხვიჩა კვარაცხელიას ,,ატალანტას'' კარში გატანილი გოლი დასახელდა.
ჯილდოს მიღების შემდეგ, ქართველმა შემტევმა გულშემატკივრებს მიმართა:
,,მადლობა მათ, ვინც ჩემს გოლს ხმა მისცა! ნამდვილად კარგი იყო...
მხოლოდ მატჩის შემდეგ მივხვდი, რომ ასეთი ლამაზი გოლი გამოვიდა. ვეცდები, ამაზე უკეთესი გოლები გავიტანო!'' - ხვიჩა კვარაცხელია
კვარას გოლი სეზონის დასრულების შემდეგ საუკეთესოდ სერია A-მაც დაასახელა.
ხვიჩა კვარაცხელიამ 2022-2023 წლების სეზონში იტალიის ჩეპიონატი მოიგო. 22 წლის შემტევმა სერია A-ში ჩატარებულ 34 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.