სუპერკომპიუტერის პროგნოზი - ვინ მოიგებს სერია A-ს?
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
Opta-ს სუპერკომპიუტერმა იტალიის სერია A-ს 2024-2025 წლების სეზონის მთავარი ფავორიტი დაასახელა.
გამოკვეთილი ლიდერი მოქმედი ჩემპიონი, ,,ინტერია'', რომლის საჩემპიონო შანსებიც 79.2%-ია. მეორე ადგილს ,,ატალანტა'' იკავებს (11.2%), მესამეზე ,,იუვენტუსია'' (4.2%), მეოთხეზე კი - ,,მილანი'' (1.8%).
Opta Analyst-ის გამოთვლებით, ხვიჩა კვარაცხელიას ,,ნაპოლი'' ჩემპიონობის მე-8 ფავორიტია და მისი შანსები 0.4%-ით ფასდება. გარდა ამისა, საკმაოდ მცირეა იმის შანსი, რომ კონტეს გუნდი საუკეთესო ოთხეულში მოხვდეს.
სერია A-დან გავარდნის მთავარი კანდიდატები კი ,,ვენეცია'', ,,კალიარი'' და ,,კომო'' არიან.
იტალიის ჩემპიონატის ახალი სეზონი შაბათს, 17 აგვისტოს, დაიწყება.