კვარაცხელია: "მამარდას ისეთი არაფერი გაუკეთებია, რასაც ხშირად ვერ ვხედავთ"
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფში მეხუთე ტურის შეხვედრა გაიმართა. საქართველომ ბათუმში უკრაინის ნაკრებს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრის ბოლო წუთებზე გიორგი მამარდაშვილმა ორმაგი სეივი შეასრულა და ჩვენი ნაკრები აშკარა გოლისგან ერთ შეტევაში ორჯერ იხსნა. მატჩის დასრულების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ სწორედ ქართველ მეკარეზე გაამახვილა ყურადღება.
მამარდა თავის სტილშია, ისეთი განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, რასაც ხშირად ვერ ვხედავთ. მადლობა მას, უკვე გაჩერებული ვიყავი, მეგონა გაგვიტანეს, მაგრამ გადმოხტა გმირი და გადაგვარჩინა.
ჩეხეთში მოსაგებად ჩავალთ, ჯგუფში მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძვით და ასეც რომ არ იყოს, ჩვენი გუნდი მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გადის. - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს სტუმრად ეთამაშება. ჩვენს ნაკრებს ჯერ კიდევ აქვს ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსი, მიუხედავად იმისა, თუ რა ანგარიშით დასრულდება ახლა მიმდინარე ალბანეთისა და ჩეხეთის დაპირისპირება.