კვარაცხელია: ,,ვაჩვენეთ, რომ დღეს ლივერპულზე უკეთესი გუნდი ვიყავით''
19 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ,,ლივერპულთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა:
,,მარტივი შეხვედრა არ ყოფილა. უფრო მეტს ვიმსახურებდით, რადგან ბევრი მომენტი შევქმენით, თუმცა ჯერ არაფერი დასრულებულა. დავამტკიცეთ, რომ დღეს ლივერპულზე უკეთესი გუნდი ვიყავით.
საპასუხო მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ. რა თქმა უნდა, რთული შეხვედრა გველის, რადგან ენფილდი შესანიშნავი სტადიონია. ასეთივე ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და გოლი გავიტანოთ!'' - ხვიჩა კვარაცხელია
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენი'' ,,ლივერპულთან'' 0:1 დამარცხდა.
გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 12 მარტს, ინგლისში გაიმართება.
🗣️ Khvicha Kvaratskhelia 🇬🇪 à @CanalplusFoot : « On a eu beaucoup d’occasions de marquer. On méritait beaucoup plus ce soir, ce n’était pas difficile, on a montré qu’on était une meilleure équipe ce soir, on aurait mérité une victoire ou un nul. On doit être prêt pour le retour… pic.twitter.com/iJK39etDwh
— Actualité PSG FR (@ActualitePSGFR) March 5, 2025