Belive

კვარაცხელია კვლავ ათეულშია | მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები

14 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, Transfermarkt-მა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების განახლებული სია გამოაქვეყნა. მონაცემების განახლება მხოლოდ ტურნირზე მოთამაშე ფეხბურთელებს შეეხოთ.

Top ათეულს 220-220 მილიონი ევროთი ერლინგ ჰოლანდი და ლამინე იამალი ლიდერობენ. სამეულში, ასევე, კილიან მბაპე (200 მილიონი) მოხვდა. საინტერესოა, რომ სამივე მათგანის ფასმა 20-20 მილიონით მოიმატა.

როგორც Transfermarkt წერს, ჰოლანდმა და იამალმა ახალი რეკორდი დაამყარეს, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პორტალმა ფეხბურთელი 220 მილიონ ევროდ შეაფასა.

მუნდიალზე თავის გამოჩენის შემდეგ, ფასში ყველაზე დიდი - 35-მილიონიანი მატება ინგლისის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს, ელიოტ ანდერსონს ჰქონდა. ამ მხრივ მე-2 ადგილს 30-30 მილიონით ჯუდ ბელინგემი და აიუბ ბუადი (მაროკო) იკავებენ.

Transfermarkt კვლავ 140 მილიონ ევროდ აფასებს პარი სენ ჟერმენის ქართველ გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც რეიტინგში მე-7 ადგილს იკავებს.

Top ათეულში ყველაზე მეტი - 2-2 წარმომადგენელი რეალიდან, ბარსელონადან და მანჩესტერ სიტიდანაა.

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები Transfermarkt-ის ვერსიით:

  1. ერლინგ ჰოლანდი - 220 მილიონი ევრო

  2. ლამინე იამალი - 220 მილიონი ევრო

  3. კილიან მბაპე - 200 მილიონი ევრო

  4. მაიკლ ოლისე - 170 მილიონი ევრო

  5. ჯუდ ბელინგემი - 160 მილიონი ევრო

  6. პედრი - 150 მილიონი ევრო

  7. ხვიჩა კვარაცხელია - 140 მილიონი ევრო

  8. ვინისიუს ჟუნიორი - 140 მილიონი ევრო

  9. ჟოაო ნევეში - 140 მილიონი ევრო

  10. ვიტინია - 140 მილიონი ევრო

სხვა სტატიები