Belive

"მე ოქროს ბურთის გამარჯვებულად ჩემ ფეხბურთელს ავირჩევდი" - პსჟ-ს პრეზიდენტი

15 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პსჟ-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ ოქროს ბურთის სამ ფავორიტზე ისაუბრა, დაჯილდოების მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო აქტუალური ხდება ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მომავალი მფლობელის ვინაობა.

სწორედ აღნიშნულ თემაზე დაუსვეს კითხვა პარიზული კლუბის პრეზიდენტს და თავისი კლუბიდან 3 მთავარი ფეხბურთელი გამოყო.

სხვა კლუბებთან მიმართებაში რთულ მდგომარეობაში მაყენებთ. დიდ პატივს ვცემ ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან კილიან მბაპე ან ლამინ იამალი, ისინი გამორჩეული მოთამაშეები არიან. კილიანს, ცხადია, ძალიან კარგად ვიცნობ - ის საოცარად ნიჭიერი ფეხბურთელი და რა თქმა უნდა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

მე, რა თქმა უნდა, ჩემი გუნდის ფეხბურთელებს ავირჩევდი. გვყავს სამი: დემბელე, კვარაცხელია და ფაბიან რუისი. ფაბიან რუისი ერთადერთია, რომელმაც ყველა ტიტული მოიგო. ამიტომ ვფიქრობ, რომ დემბელე, კვარაცხელია და ფაბიან რუისი ამას იმსახურებენ, რადგან ყველაფერი მოიგეს. მიმაჩნია, რომ მათ ძალიან კარგად ითამაშეს, ისინი ფანტასტიკურები იყვნენ. - ნასერ ალ-ხელაიფი - პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტი

სხვა სტატიები