Belive

"ვის მივცემდი ხმას? რა თქმა უნდა ჩემს თავს" - მბაპე ოქროს ბურთზე საუბრობს

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

წელს ოქროს ბურთის გამარჯვებული ცალსახად არ ჩანს და არც გამოკვეთილი ფავორიტი. ამ დროს კილიან მბაპე საკუთარ შანსებზე თავდაჯერებულად საუბრობს. რეალის შემტევმა პირდაპირ განაცხადა, რომ ინდივიდუალური მიღწევებით ამ ჯილდოს ყველაზე მეტად თავად იმსახურებს.

ოქროს ბურთზე ჩემს ხმას ვის მივცემდი? ჩემს თავს!

ეს ინდივიდუალური ჯილდოა და არგუმენტების ჩამოთვლისას, ჩვენ იმას ვითვალისწინებთ თუ რა გააკეთა ფეხბურთელმა ინდივიდუალურად. ჩემთვის ვამბობ, რომ საერთოდ არ იქნება დაუმსახურებელი თუ ოქროს ბურთს მე მოვიგებ. - განაცხადა კილიანმა L’Équipe-თან საუბრისას

2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კილიან მბაპე 10 გატანილი გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და გერდ მიულერის 1970 წლის მიღწევა გაიმეორა. ამავდროულად გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირის პრიზი ორჯერ მოიპოვა. ამავე დროს, მბაპემ ლა ლიგისა და უეფას ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი მოიპოვა.

სხვა სტატიები