Belive

კვარაცხელია: ,,ჯერ კიდევ გვაქვს შანსი დავამტკიცოთ, რომ აქ ტურისტებად არ ჩამოვსულვართ!''

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, პორტუგალიასთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

,,რთული მატჩი გველის. ჩვენ მეტი მოტივაცია გვაქვს, რადგან პორტუგალია ჯგუფიდან უკვე გასულია. პეპეს ან მათი ნებისმიერი ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის დიდი გამოცდილება იქნება.

ბევრი ფიქრობდა, რომ, თითქოს, აქ ყოფნას არ ვიმსახურებდით და გაგვიმართლა, თუმცა, განვლილი ორი მატჩით ვაჩვენეთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ყოფნას ვიმსახურებთ. ჯერ კიდევ გვაქვს შანსი დავამტკიცოთ, რომ აქ ტურისტებად არ ჩამოვსულვართ და ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დაძლევა შეგვიძლია.

კრიშტიანუ რონალდუ ჩემი ბავშვობის კუმირი იყო. მასთან ერთად თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი. ის ევროპაში აღარ თამაშობს, ამიტომ მოხარული ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მის წინააღმდეგ თამაშის შანსი მაქვს. შესაძლოა, ოცნების ახდენის დროა. ამიტომ, იმედი მაქვს, მოვიგებთ და მისი მაისურიც მე მერგება!'' - ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრას ოთხშაბათს, 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები