კვარაცხელია არსენალის სამიზნეა, თუმცა პსჟ-სთვის ქართველი შემტევი ხელშეუხებელია
არსენალისთვის, რომელიც ზაფხულში შემადგენლობის მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავს, ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ინფორმაციას The Independent ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ქართველი შემტევის გარემოცვა მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა, ბუნებრივია, მკაცრი იქნება პარი სენ ჟერმენის პოზიცია, რომლისთვისაც ხვიჩა ამჟამინდელი პროექტის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია:
,,საყოველთაოდაა ცნობილი, რომ არსენალს ზაფხულში ფეხბურთელების გაყიდვა სურს და განიხილავს ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის წასვლასაც. ეს კლუბს მეტ ფინანსურ თავისუფლებას მისცემს, რათა პრემიერლიგის ახალ რეგულაციებს მოერგოს.
განსაკუთრებული ყურადღება შეიძლება შეტევას დაეთმოს. კვარაცხელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ჩელსის სამი გოლი გაუტანა, მიიჩნევა იმ ვარსკვლავად, რომელსაც შეუძლია გუნდს მეტი კრეატივი შესძინოს და, ამავდროულად, შემადგენლობის დონეც აამაღლოს.
ნებისმიერი პოტენციური შეთანხმება უკიდურესად რთულად განიხილება - ასეთი ვითარება იყო გასულ წელსაც, როდესაც 25 წლის ფეხბურთელი ნაპოლიდან პსჟ-ში გადადიოდა.
თავად კვარაცხელიამაც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ გუნდში ყოფნით გამოწვეულ სიხარულზე სულ ახლახან ისაუბრა და ხაზი გაუსვა თავის სურვილს, კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს.'' - წერს Independent
თავის მხრივ, პსჟ-ს შიდა წყაროები ამტკიცებენ, რომ კვარაცხელია ხელშეუხებელ ვარსკვლავად მიიჩნევა.
მიმდინარე სეზონში ხვიჩას ანგარიშზე პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ 37 შეხვედრაში 12 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.
🚨🚨| BREAKING: Arsenal are investigating a deal for Khvicha Kvaratskhelia in anticipation of a considerable reshuffle this summer.
— CentreGoals. (@centregoals) March 25, 2026
The player’s camp is understood to be 𝐎𝐏𝐄𝐍 to the idea of joining Arsenal.
[@MiguelDelaney] pic.twitter.com/dLEuIXl2kN