Belive

"გვახსოვს შენი პირველი გოლი ვერონასთან და გვენატრები" - ფანების რეაქცია

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვიჩა კვარაცხელიამ საკუთარი ანგარიში მეოთხე შეხვედრაში გახსნა. ქართველმა ლიგა 1-ის 21-ე ტურში "მონაკოს" გაუტანა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში (4:1) დიდი როლი ითამაშა. ლიგა 1-მა კვარას სადებიუტო გოლს რამდენიმე პოსტი მიუძღვნა, რომელზეც კომენტარებს ძირითადად "პსჟ"-ს ქომაგები ტოვებენ, თავად ფეხბურთელის პირად ინსტაგრამ გვერდზე კი უფრო ნეაპოლელი ფანები აქტიურობენ.

View this post on Instagram

A post shared by Ligue 1 McDonald’s (@ligue1mcdonalds)

კარგად მახსოვს შენი პირველი ზეიმი, როცა ნაპოლის მაისურით პირველად გაიტანე - ვერონაში, 2022 წელს, ძალიან მენატრები.

გილოცავთ და ეს პირველი ყოფილიყოს იმ გრძელი გოლების სერიიდან, რომელსაც მოაწყობ.

გული ძალიან მწყდება, როცა ვუყურებ, როგორ ხარობ სხვა გუნდის მაისურით.

ცისფერ მაისურში უფრო ლამაზი იყავი, კვარა.

ძალიან მენატრები, მაგრამ მომავალზე უნდა იფიქრო. იმედი მაქვს, ერთ დღეს დაგვიბრუნდები, შენ აუცილებლად მოიგებ ოქროს ბურთს, რადგან ყოველთვის ვამბობდი, რომ ფენომენი ხარ.

პირველი გოლი კარგია, მაგრამ თუ ასეთი ძლიერი ხარ, ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგო.

ნაპოლის ხვიჩა გაცილებით ჯადოსნური იყო.

მაგრად ითამაშე, კვარა. თამაშის ბრწყინვალე ხედვა გაქვს - სავსე ინტუიციით, გრძნობითა და ინტელექტით. ნამდვილი შემოქმედი და ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი ხარ! არ ველოდები, რომ ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე იქნები, უფრო მეტად მარეგულირებლის როლს მოირგებ, პირველი თუ ბოლო პასის ჯადოქარი, ვინც გუნდს შესაძლებლობებს გაუხსნის, მაგრამ თუ შეძლებ და გადამარწმუნებ, ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები. გუნდი ძალიან კარგია, შეგიძლია დიდი საქმეების გაკეთება! ალე პარიზ!

კვარა, გთხოვ, ჩვენს, პსჟ-ს მაისურსაც აკოცე!

შენ წახვედი გუნდში, რომელიც ჩემპიონთა ლიგას ვერასდროს მოიგებს - მესიმ, ნეიმარმა, ლავეციმ, იბრამ და კავანიმ კარგად იციან ამის შესახებ.

კითხვა მაქვს ქართველებთან. როცა ხვიჩა ნაპოლიში თამაშობდა ამ გუნდს ქომაგობდით, ახლა პსჟ-შია და მხარს ფრანგებს უჭერთ, რა მოხდება თუ კვარაცხელია რომელიმე არაბულ კლუბში წავა, უსახელო გუნდის მხარდაჭერას დაიწყებთ? დიდებული ხალხი ხართ თქვენიანი ასე ძალიან რომ გიყვართ - ვკითხულობთ სოციალური ქსელების კომენტარებში

კვარაცხელიამ პსჟ-ს მაისურით უკვე 4 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. ლუის ენრიკეს გუნდი მომავალ შეხვედრას ჩემპიონთა ლიგის 'პლეი ინში', "ბრესტის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები