Belive

"კვარაცხელია ისეთი შედეგიანი ვეღარ არის" - საფეხბურთო ექსპერტი

16 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის 24-ე ტურის შეხვედრაში პარი სენ-ჟერმენმა ლე ავრი სტუმრად 0:1 დაამარცხა. შეხვედრაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო თამაში ხვიჩა კვარაცხელიამ და 71-ე წუთზე შეცვალეს.

მატჩის შემდეგ After Foot-ის პოდკასტში საფეხბურთო ექსპერტმა, ვალიდ აჩერჩურმა ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა და ის გააკრიტიკა:

კვარაცხელია გასულ სეზონთან შედარებით, მის ტყუპისცალს უფრო ჰგავს. ის ისეთი შედეგიანი ვეღარ არის, ჩვენ მკაცრები ვართ ხოლმე დუესა და ბარკოლას მიმართ, მაგრამ როდესაც კვარა კარგად არ თამაშობს, ამაზე გაცილებით ნაკლებად ვსაუბრობთ, ასევე მისი შესრულებით ბევრ ცუდ გადაწყვეტილებას ვხედავთ. - ვალიდ აჩერჩური - საფეხბურთო ექსპერტი

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ეგიდით ხვიჩა კვარაცხელიამ 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

პარი სენ-ჟერმენი მომდევნო შეხვედრას 6 მარტს, მონაკოს წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები