კვარაცხელია ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლებით თემურ ქეცბაიას გაუთანაბრდა
3 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრები ჩეხეთს მიხეილ მესხის სტადიონზე მასპინძლობს და მეტოქეს ანგარიშით 1:0 ამარცხებს. გოლი შეხვედრის 33-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა და მნიშვნელოვანი მიღწევა გაიმეორა. ახლა საქართველოსა ნაკრებისა და "ნაპოლის" შემტევი მეორე ადგილს იყოფს თემურ ქეცბაიასთან - ეროვნულ გუნდში გატანილი გოლების რაოდენობით. ხვიჩასთვის ეს 35-ე შეხვედრაში გატანილი მე-17 გოლი იყო და მეორე ტაიმი ჯერ კიდევ წინ არის.
ესაქართველო და ჩეხეთი ისტორიაში მეორედ ხვდებიან ერთმანეთს. პირველი მატჩი ევროპის ჩემპიონატზე, F ჯგუფის მეორე ტურში შედგა და ფრედ 1:1 დასრულდა. საქართველომ ერთა ლიგის B დივიზიონამდე D და C დივიზიონებიც გამოიარა, ხოლო ჩეხეთი A დივიზიონიდან დაქვეითდა B-ში.