Belive

ლიეტუვის მწვრთნელი: "ტერმინი 'ამხანაგური' ასეთ მატჩებში ზედმეტია"

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, მარტის სანაკრებო შესვენებისას, მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა - ჩვენმა გუნდმა სტუმრად ლიეტუვის ნაკრები, ანგარიშით 0:2 დაამარცხა. საქართველოსთან წაგების შემდეგ, ლიეტუველთა მთავარმა მწვრთნელმა, ედგარას იანკაუსკასმა პრესკონფერენცია გამართა.

ერთადერთი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დადებითი შედეგის მიღწევა ვერ შევძელით. ძალიან სერიოზულ გუნდს ვეთამაშეთ, მაგრამ თითქმის არაფრით ჩამოვრჩით მათ - დიახ, ისინი უფრო ტექნიკურები იყვნენ, უკეთესი შემსრულებლები ჰყავთ, რომლებიც ამჟამად უფრო მაღალ დონეზე თამაშობენ, განსხვავებას ქმნიან და საბოლოო ქულებს იღებენ. მაგრამ საერთო ჯამში, შინაარსით კმაყოფილი ვიყავი.

დუელებში ძალიან კარგად ვთამაშობდით და არ დავნებებულვართ, კარგად დავიცავით სათამაშო გეგმა, მტკიცედ გავანეიტრალეთ მათი ყველაზე საშიში მოთამაშე - საკმარისი შანსები შევქმენით, რომ ერთი გოლი მაინც გაგვეტანა, მაგრამ ცხადია, რომ შეცდომებიც დავუშვით, რომლებიც, სამწუხაროდ, გოლებად იქცა.

ასეთი თამაშებისთვის "ამხანაგურის"წოდება ზედმეტია - ეს უფრო საკონტროლო თამაშებია და აქაც გამოჩნდა, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეს მხოლოდ გამარჯვება სურდა, ეს გვინდოდა ჩვენც. შენიშნავდით, რომ მათი ლიდერი თამაშის ბოლოს გაბრაზებულიც კი იყო და მსაჯთან კამათობდა.

პენალტის ეპიზოდს განვიცდი, რადგან გონებას გულმა სძლია - როცა ასეთი მაღალი კლასის ფეხბურთელები გიტევენ, თავგამოდებით დაცვა გიხდება, რასაც შეიძლება უიღბლობა მოჰყვეს. - განაცხადა ედგარას იანკაუსკასმა
საქართველოს ნაკრების სათადარიგო სკამი კაუნასში, ჰიმნის შესრულებისას

სხვა სტატიები