საქართველოს ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობა თურქეთის წინააღმდეგ
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 20:00 საათზე, დინამო არენაზე დაიწყება.
თურქეთთან გასამართი პრინციპული მატჩისთვის, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ჯვაროსნების ძირითადი შემადგენლობა დაასახელა.
საქართველოს ძირითადი შემადგენლობა
მამარდაშვილი; კაკაბაძე, კაშია(c), გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, წიტაიშვილი, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, დავითაშვილი, მიქაუტაძე, კვარაცხელია.