Belive

კვარაცხელია: ,,ჩვენს ხალხსა და ქვეყანას ბევრი სიხარული და სიამაყის წუთები ვაჩუქეთ''

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა

,,ამაყები და თავაწეულები ვტოვებთ ევროპის ჩემპიონატს! უამრავი საოცარი ემოციით და მოგონებით.

ჩვენს ხალხს და ქვეყანას ბევრი სიხარული და სიამაყის წუთები ვაჩუქეთ. ამით ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა ვხედავდი ტრიბუნებზე, ტელევიზორებთან, ქუჩებში გახარებულ ქართველებს.

მინდა მადლობა გითხრათ ყველას, ვაგრძელებთ შრომას, განვითარებას და დაგიბრუნდებით უფრო ძლიერები!'' - ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გავიდა და მერვედფინალში უძლიერეს ესპანეთის ნაკრებთან 1:4 დამარცხდა.

View this post on Instagram

A post shared by Khvicha Kvaratskhelia (@kvara7)

სხვა სტატიები