Belive

ანტონიო კონტე: "კვარაცხელიასა და ნერეშის მორიგეობით თამაშს არ გამოვრიცხავ"

6 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" მიმდინარე წლის ბოლო შეხვედრა შინ, "ვენეციას" წინააღმდეგ ელოდება. ამ მომენტისთვის "ატალანტას" 41 ქულა აქვს და ცხრილის პირველ ადგილზეა, ნაპოლი კი 3 ქულის აღების შემთხვევაში ასევე 41 ქულას დააგროვებს და წელს მეორე ადგილზე დახურავს, თუმცა აღსანიშნავია, რომ "ინტერს" ერთი შეხვედრა მარაგში აქვს.

ბოლო მატჩის წინ, ანტონიო კონტე ოპტიმიზმს არ მალავდა აღნიშნა, რომ ნაპოლი მხოლოდ უმაღლესი მიზნისთვის იბრძვის და სხვა ვარიანტი არ განიხილება. იტალიელმა სპეციალისტმა კვარაცხელიასა და ნერესის სასტარტო შემადგენლობაში თამაშზეც გააკეთა კომენტარი.

კვარასა და ნერეშის შემთხვევაში - ნებისმიერს შეუძლია სასტარტო შემადგენლობიდან დაწყება. ზოგი გუნდი შემტევია, ზოგი დაცვითი, ამიტომ ანალიზს წინასწარ ვატარებთ და ამის მიხედვით ვაყენებთ სასტარტო თერთმეტტეულს, ამიტომ ყველაფერი შესაძლებელია.

ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელებზე, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ, ბოლო 2 მატჩში ჩვენ ვნახეთ ნერეში მატეოსთან (პოლიტანო) ერთად, ვნახავთ კვარასა და ნერეშს სხვადასხვა ფლანგებზეც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე რამეს აშავებს. არ გამოვრიცხავ მათ მორიგეობით თამაშს. - განაცხადა ანტონიო კონტემ

"ლაციოსთან" მიღებული ტრავმის გამო, ხვიჩა კვარაცხელიამ ჯერ "უდინეზესთან" შეხვედრა გამოტოვა, "ჯენოასთან" კი მხოლოდ 18 წუთი ითამაშა. ქართველის მოედანზე დაბრუნებას უფრო გვიან ვარაუდობდნენ, თუმცა ხვიჩა სათამაშოდ სრულიად მზად არის და ვნახოთ, დაიწყებს თუ არა წლის ბოლო შეხვედრას ძრითად შემადგენლობაში.

სხვა სტატიები