"კვარაცხელია ჩვენი გმირია, ნეაპოლში მის საგულშემატკივროდ ვარ" - მერაბ დვალიშვილი
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, "ნაპოლისა" და "მილანის" დაპირისპირება შედგება. "სან სიროზე" მოპოვებული გამარჯვების (1:0) მიუხედავად, საპასუხო შეხვედრაში, ფავორიტის სტატუსით ნეაპოლიტანური კლუბი სარგებლობს.
UFC-ის ქართველი ვარსკვლავი - მერაბ დვალიშვილი ნეაპოლში იმყოფება, რათა "ნაპოლისა" და "მილანის" პრინციპულ მატჩს დაესწროს და ხვიჩა კვარაცხელიას უგულშემატკივროს. Sportitalia-სთან საუბარში დვალიშვილმა აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ქართველი ხალხის გმირია.
"მე მერაბ დვალიშვილი ვარ, აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ კვარას ვუგულშემატკივრო. ის ჩვენი გმირია - ვამაყობთ და მხარს ვუჭერთ კვარაცხელიას. მისთვის და მისი კლუბისთვის განსაკუთრებული მატჩია. ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოვედი, რათა ვუგულშემატკივრო. კვარასა და "ნაპოლის" გამარჯვებას ვუსურვებ.
რა თქმა უნდა, კვარა პირველი ნომერია. მის გამო ბედნიერი ვარ. ნეაპოლში პირველად ვარ და ძალიან მომწონს, თბილი და სასიამოვნო ხალხი ცხოვრობს - ლამაზი ქალაქია, თბილისს ჰგავს. ფორცა კვარა, ფორცა ნაპოლი", - მერაბ დვალიშვილი.
𝗜𝗻 𝘀𝘂𝗽𝗽𝗼𝗿𝘁𝗼 𝗱𝗶 𝗞𝘃𝗮𝗿𝗮 💪🏻
— Sportitalia (@tvdellosport) April 17, 2023
Merab Dvalishvili, lottatore numero uno dei pesi gallo UFC, è a Napoli per supportare, nella sfida di domani in Champions League contro il Milan, l’amico Khvicha Kvaratskhelia 🇬🇪
🎤 @jolandafiore @MerabDvalishvil #sportitalia pic.twitter.com/0uqr3oSJmk