Belive

ხვიჩამ შესაძლოა სხვა ნომრიანი მაისური მოირგოს | კონტეს კიდევ ერთი გეგმა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია გუნდს 25 ივლისს შეუერთდება, მანამდე კვარას ევრო 2024-ის შემდეგ კუთვნილი შვებულება აქვს და ნეაპოლურ გუნდში ჩასვლამდე საქართველოში ვარჯიშობს. კონტე სულ უფრო და უფრო მოუთმენლად ელის ხვიჩა კვარაცხელიას გუნდში ხილვას და გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიელი სპეციალისტი ქართველი ვარსკვლავის გუნდში დატოვებას სხვადასხვა ხერხით ცდილობს, ერთ-ერთია ის, რომ ახალი სეზონიდან 23 წლის ფეხბურთელი სათამაშო ნომერს შეიცვლის და თავისი კუმირის კრიშტიანუ რონალდუს 7 ნომრიანი მაისურით ითამაშებს, ამის შესახებ ინფორმაციას Corriere Dello Sport ავრცელებს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "ნაპოლიში" 7-ნომრიანი მაისური თავისუფალია, ბოლოს ამ ნომრით ელიფ ელმასი თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის ცვლილებას და ხელფასის გაზრდას სთავაზობს, ეს მოიცავს სეზონში დაახლოებით 5 მილიონს + ბონუსი, რაც საბოლოოდ 7 მილიონზე მეტი იქნება. ჯერჯერობით უცნობია თუ რა შეთანხმება გაფორმდება კლუბს და ფეხბურთელს შორის. ამ დროის მონაცემებით კვარას წლიური ანაზღაურება 1.8 მილიონია.

სხვა სტატიები