Belive

კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 11 აღმოჩენას შორის - ESPN ქართველ ფეხბურთელზე წერს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ESPN-მა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის 11 აღმოჩენა დაასახელა და სიმბოლური გუნდი შეადგინა: ,,ჩემპიონთა ლიგა არის ტურნირი, რომელიც კარიერას განსაზღვრავს. ევროპის უდიდეს საკლუბო სცენაზე რამდენიმე კარგ თამაშს ფეხბურთელის რეპუტაციის ცვლილება, ახალი კონტრაქტის გაფორმება და მოწინააღმდეგე გუნდების სკაუტების მოზიდვა შეუძლია,'' - წერს გამოცემა.

რჩეულთა შორის, რა თქმა უნდა, ,,ნაპოლის'' ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა, რომლის ანგარიშზეც ლიგის სადებიუტო სეზონში ჩატარებულ 5 შეხვედრაში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. კვარას გუნდმა ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა და გატანილი გოლების რაოდენობით იტალიურ კლუბებს შორის რეკორდიც დაამყარა:

,,ქართველი ფეხბურთელის სათამაშო ფორმა სერია A-ს ლიდერებისთვის მთავარი საუბრის თემა იყო და მისმა თამაშმა სარგებელი ჩემპიონთა ლიგაზეც მოიტანა. კვარაცხელიამ განსაკუთრებით ,,აიაქსი'' დააზარალა (2 გოლი და 2 პასი ორ თამაშში), მას ,,რეინჯერსის'' წინააღმდეგ რვა მცდელობა ჰქონდა, აღაფერი რომ არ ვთქვათ ,,ლივერპულთან'' (4:1) შესანიშნავ თამაშზე. მოხერხებულობითა და არაპროგნოზირებადობით აღჭურვილი, მარჯვენა ფეხით მოთმაშე გარემარბი, ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო სეზონში მეტოქეებისთვის დიდ საშიშროებად იქცა.''


221005094658-kvaratskhelia-goal-ajax

ESPN-ის ვერსიით, ლიგის მიმდინარე სეზონის აღმოჩენათა სიმბოლური თერთმეტეული ასე გამოიყურება:

მეკარე - დიოგო კოშტა (პორტუ)

მცველები - პედრო პორო (სპორტინგი), ანტონიო სილვა (ბენფიკა), სტრაჰინია პავლოვიჩი (ზალცბურგი), პიერო ინკაპიე (ლევერკუზენი)

ნახევარმცველები - ნიკოლას ზაივალდი (ზალცბურგი), ენცო ფერნანდესი (ბენფიკა), რაფაელ ონიედიკა (ბრიუგე)

თავდამსხმელები - ხვიჩა კვარაცხელია, ჯაკომო რასპადორი (ნაპოლი), მიხაილო მუდრიკი (შახტარი)

სხვა სტატიები