Belive

ოფიციალურად: ილია ზაბარნი პსჟ-ს ფეხბურთელია

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უახლოესი პერიოდის განმავლობაში მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა: ილია ზაბარნი პსჟ-ს ფეხბურთელი გახდა.

22 წლის უკრაინელი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა ბორნმუთიდან დაიმატა, სადაც მას პრემიერ ლიგაში შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და ინგლისის ჩემპიონატში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.

ილია ზაბარნიმ უეფას ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულ გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

პსჟ ახალ სეზონს 13 აგვისტოს, უეფას ევროპის სუპერ თასის ეგიდით დაიწყებს, სადაც ლონდონის ტოტენჰემს შეხვდება და კიდევ ერთი ტიტულის მოგებას შეეცდება. მატჩი იტალიის ქალაქ უდინეში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები