კვარაცხელიამ მესისა და ნეიმარს აჯობა - საინტერესო სტატისტიკა
ცნობილი სტატისტიკური მონაცემების გვერდი - OPTA საინტერესო სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ქართველმა შემტევმა მესისა და ნეიმარს აჯობა.
იტალიის სერია A-ს მე-6 ტურის შეხვედრაში, "ნაპოლისა" და "უდინეზეს" დაპირისპირება შედგა.
ნეაპოლში, "დიეგო მარადონაზე" გამართული უხვგოლიანი მატჩი, "პარტენოპეის" გამარჯვებით, 4:1 დასრულდა და ამ დამაჯერებელი გამარჯვების მთავარი შემოქმედი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელმაც მოედანზე იფრინა.
"უდინეზეს" წინააღმდეგ გამართულ მატჩში, კვარამ პენალტი გამოიმუშავა და თანაგუნდელს გაატანინა, შემდეგ კი 6-თვიან უგოლო სერიას ბრწყინვალე გოლით დაუსვა წერტილი. თითქოს ეს არ კმაროდა, კვარამ შეცვლაზე შემოსულ სიმეონეს იდეალური საგოლე პასიც გაუკეთა.
6 - Since the start of last season, Khvicha #Kvaratskhelia has scored and provided assist in a single game six times: a joint-high in the big 5 European Leagues in this period, alongside Lionel Messi - followed by Neymar and Openda (both 5). Multitasking. pic.twitter.com/0uvhXCfVwm
— OptaPaolo (@OptaPaolo) September 28, 2023
გასული სეზონის დაწყებიდან დღემდე, ხვიჩა კვარაცხელიამ 6-ჯერ შეძლო ერთ თამაშში ორი საგოლე მოქმედების, კერძოდ კი გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება, აქამდე კი ამ კომპონენტში საუკეთესო შედეგი მესისა და ნეიმარს ჰქონდათ (ხუთ-ხუთი).
შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" სერია A-ში, შემდეგ მატჩს 30 სექტემბერს, "ლეჩეს" წინააღმდეგ ჩაატარებს. მომავალ კვირაში კი ქართველი ვარსკვლავი კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მატჩში მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ, "დიეგო მარადონაზე" ითამაშებს.