Belive

კვარაცხელია: ,,ალბანეთი ძლიერია, მაგრამ მოგება დავიმსახურეთ''

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ალბანეთთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,გატანილი გოლით ბედნიერი ვარ, მნიშვნელობა არ აქვს, ამას ვინ გააკეთებს, მთავარი გამარჯვებაა! საპასუხო მატჩში ფრთხილად უნდა ვიყოთ, ალბანეთი არის გუნდი, რომელსაც ჯგუფიდან გასვლა შეუძლია და მათ წარმატებებს ვუსურვებ!

ვფიქრობ, დღეს 3 ქულა დავიმსახურეთ. ახლა 2-დან 2 მოგება გვაქვს. რთული ჯგუფია, რომელსაც ფავორიტი არ ჰყავს და ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ.'' - ხვიჩა კვარაცხელია

ერთა ლიგის B დივიზიონის პირველი ჯგუფის მე-2 ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ალბანეთს სტუმრად 1:0 მოუგო.

2 ტურის შემდეგ, საქართველო ჯგუფში 6 ქულით, ერთპიროვნულად ლიდერობს.

ვილი სანიოლის გუნდი მომავალ მატჩს 11 ოქტომბერს, უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები