Belive

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი - როგორ ფასდება საქართველოს შანსები?

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

Football Meets Data-მ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ევროპული ნაკრებების შანსები შეაფასა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯგუფში, რომელშიც ჩვენი გუნდის გარდა, ესპანეთი, თურქეთი და ბულგარეთი იასპარეზებენ, გამოკვეთილი ფავორიტი ევროპის მოქმედი ჩემპიონები არიან - 85%-ია იმის ალბათობა (ყველაზე მეტი ყველა სხვა ნაკრებს შორის), რომ E ჯგუფის გამარჯვებული სწორედ ,,ფურია როხა'' გახდება და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს გაიფორმებს.

Football Meets Data საქართველოს ნაკრების პირველ ადგილზე გასვლის შანსებს 4%-ით აფასებს, 28%-ია იმის შანსი, რომ ვილი სანიოლის გუნდი მე-2 ადგილს დაიკავებს, ყველაზე მეტად კი მოსალოდნელია, რომ საქართველო მე-3 პოზიციას დასჯერდება (52%).

მსოფლიო ჩემპიონატზე შესარჩევი ეტაპის ქვეჯგუფებიდან პირველადგილოსნები პირდაპირ გადიან, მეორეადგილოსნებს კი საგზურის მოპოვების შანსი პლეი-ოფიდან ექნებათ.

საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები 4 სექტემბერს, შინ, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს, ამავე დღეს ესპანეთი ბულგარეთს ესტუმრება.

სხვა სტატიები