კვარაცხელია 71-ე წუთზე შეცვალეს | რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა?
იტალიის სუპერ თასის ნახევარფინალურ მატჩში, "ნაპოლიმ" "ფიორენტინა" 3:0 დაამარცხა. ნეაპოლელებმა ჯოვანი სიმეონეს გოლითა და შეცვლაზე შემოსული ძერბინის დუბლით მოიგეს. ხვიჩა კვარაცხელია 71-ე წუთზე ჟელინსკიმ შეცვალა. ქართველ შემტევს ეს შეხვედრა აქტივში ნამდვილად ვერ ჩაეწერება, კვარაცხელიას ძალიან იშვიათად ჰქონდა ბურთი და როცა ჰქონდა ხიფათის შექმნას ვერ ახერხებდა. არაა გასაკვირი, რომ sofascore-ის მიხედვით ხვიჩამ საკუთარ გუნდში, მარიო რუისთან ერთად, ყველაზე დაბალი შეფასება (6.40) დაიმსახურა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კი ალესიო ძერბინი გახდა - 9.20 ქულით.
ზუსტად ერთი და იმავე შეფასება დაიმსახურეს კვარაცხელიამ და მარიო რუიმ (6.5) whoscored-ისგან, რაც ნაპოლის შემადგენლობაში ყველაზე დაბალი ქულაა. აღსანიშნავია, რომ კაიუსტეს გარდა (6.9) 7-ზე დაბალი შეფასება არცერთ ფეხბურთელს არ დაუმსახურებია.
ნაპოლის მომდევნო შეხვედრა სერია A-ში, ლაციოს წინააღმდეგ ექნება, თუმცა ხვიჩა კვარაცხელია ამ მატჩს დაგროვებული ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს. ნაპოლი სუპერ თასის ფინალში ინტერსა და ლაციოს შორის გამარჯვებულს ელოდება, სერია A-ში კი გუნდი 31 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.