Belive

იტალიური მედია: "ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში გაემგზავრა, მაგრამ ბოლონიასთან მატჩამდე დაბრუნდება"

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავი სამშობლოში გამოემგზავრა.

la republica-ს ინფორმაციით, 23 წლის გარემარბი საქართველოში "ვერონასთან" იტალიის სერია A-ს საწყისი ტურის შემდეგ ჩამოვიდა, რომელშიც მისმა გუნდმა "ვერონასთან" (0:3) წააგო.

აღნიშნულ შეხვედრაში კვარაცხელია დაშავდა და მან რამდენიმე საათი ვერონას სამედიცინო დაწესებულებაში გაატარა, რის მერეც საქართველოში გამოემგზავრა. გამომგზავრების მიზეზი მშობიარობის დროს მეუღლესთან ერთად ყოფნა გახლავთ.

ასევე, ნათქვამია ისიც, რომ კვარაცხელია მეორე ტურის მატჩში "ბოლონიასთან" შეხვედრამდე ნეაპოლში დაბრუნდება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან ეს მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს.

"ნაპოლი" "ბოლონიას" 25 აგვისტოს საშინაო კედლებში შეხვდება. აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები