"იმედია კვარაცხელია ნაპოლის ახალი პროექტის სახე გახდება" - იტალიელი აგენტი
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ხვიჩა კვარაცხელიასა და "ნაპოლის" შორის კონტრაქტის განახლების თაობაზე გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. იტალიურ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, კვარას წარმომადგენლები და "პარტენოპეის" ხელმძღვანელობა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, აღნიშნულის თაობაზე კვლავ იმსჯელებენ.
Radio Marte-სთან საუბარში იტალიელმა აგენტმა ვინჩენცო მორაბიტომ ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა და იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ვარსკვლავი აურელიო დე ლაურენტისისადმი მადლიერებას გამოხატავს.
ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის შესახებ ბევრი არაფრის თქმა შემიძლია. ვიმედოვნებ, შეთავაზებას დათანხმდება და "ნაპოლის" ახალი პროექტის სახე გახდება.
არამგონია კვარას მხოლოდ ანაზღაურება აინტერესებდეს - ამ შემთხვევაში საუდის არაბეთში წავიდოდა. ვფიქრობ, კვარაცხელიამ დე ლაურენტისისადმი მადლიერება უნდა გამოიჩინოს. - ვინჩენცო მორაბიტო.
შეგახსენებთ, იტალიის სერია A-ს 2024/25 წლების სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 5 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.