Belive

კვარაცხელია 70-ე წუთზე შეცვალეს | ნაპოლიმ უფერული შეხვედრა ჩაატარა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "ატალანტა" მიიღო და 0:3 დამარცხდა. მატჩის დაწყების წინ, ხვიჩა კვარაცხელიას ლურჯი ფორმით 100 შეხვედრის ჩატარებისთვის სპეციალური საჩუქარი გადასცეს. ქართველმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და კონტემ ის 70-ე წუთზე ნერესით შეცვალა.

მატჩის ბედი ადემოლა ლუკმანმა გადაწყვიტა, ნიგერიელმა ჯერ მე-10 წუთზე გაუტანა მასპინძლებს, შემდეგ კი 31-ზე - ორივე შემთხვევაში საგოლე გადაცემა დეკეტელარემ შეასრულა. მეორე ნახევარში, დაბალ ტემპში მიმდინარე შეხვედრაში ნაპოლის ნაცვლად ისევ ატალანტამ გაიტანა, თავი შეცვლაზე შემოსულმა რეტეგიმ გამოიჩინა.

პირველი ტაიმის საწყის წუთებზე ნაპოლის შეტევები კვარას გავლით იწყებოდა, თუმცა გასპერინის გუნდმა ქართველის 'გალიაში' გამომწყვდევა შეძლო. ხვიჩა ბურთს 45-ჯერ შეეხო, პასებს კი 82%-იანი სიზუსტით აკეთებდა (23/28). კვარაცხელიამ მხოლოდ ერთხელ დაართტყა კარის ჩარჩოში და მეკარისთვის ეს ბურთი მარტივი ნადავლი აღმოჩნდა. whoscored-ის შეფასებით ხვიჩამ 6.3 ქულა დაიმსახურა, sofascore-მა კი ქართველს 6.7 დაუწერა.

ნაპოლის 25 ქულა აქვს და ამ ტურის შემდეგაც პირველ ადგილზე დარჩება, შემდეგ უიქენდზე კი ანტონიო კონტეს გუნდს ჯუზეპე მეაცაზე, "ინტერის" წინააღმდეგ თამაში მოუწევს.

სხვა სტატიები