"კვარაცხელიას უმცროსი ძმა საკუთარი ნიჭის წარმოჩენას იწყებს" - Sportitalia
ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმა, თორნიკე კვარაცხელია მიმდინარე სეზონის სტარტზე დინამო თბილისს შეუერთდა. 15 წლის თორნიკე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებშიც გამოიძახეს, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობს - კვარამ ისლანდიასთან გამართულ მატჩში 45 წუთი ითამაშა, საბერძნეთთან კი ძირითად შემადგენლობაში აღმოჩნდა.
თორნიკე კვარაცხელიას შესახებ იტალიური მედია წერს - Sportitalia უმცროსი კვარაცხელიას დრიბლინგითაა აღფრთოვანებული და აღნიშნავს, რომ თორნიკე დიდ სცენაზე საკუთარი ნიჭის წარმოჩენას იწყებს.
თავიდან ხვიჩა კვარაცხელია, ახლა კი თორნიკეც. პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავის კვალდაკვალ, უმცროსი ძმაც ჩნდება დიდ სცენაზე. თორნიკე მხოლოდ 15 წლისაა, მაგრამ უკვე იწყებს საკუთარი ნიჭის წარმოჩენას. ეს ყველაფერი განსაკუთრებით თვალსაჩინო 17-წლამდელთა ნაკრების მატჩის დროს იყო, რომელმაც ბრწყინვალე დრიბლინგით დაგვამახსოვრა თავი.
როგორც ჩანს ნიჭი, კვარაცხელიების ოჯახური ტრადიციაა. თორნიკე კვარაცხელია ნაპოლის ყოფილი ვარსკვლავის უმცროსი ძმაა და ევროპული ფეხბურთის ახალგაზრდულ სცენაზე პირველ ნაბიჯებს დგამს. 17-წლამდელთა ნაკრების თამაშზე, თორნიკემ აჩვენა, რომ დრიბლინგით მეტოქის ჩამოტოვება თავისი ძლიერი მხარეა. 2010 წლის 7 თებერვალს დაბადებული თორნიკე იმედისმომცემი მარცხენა ვინგერია. - Sportitalia.
🇬🇪 Ha solo 15 anni, ma ha già il calcio nel DNA! ⚡️
— Il Meridiano Sport (@ilmeridianonews) October 29, 2025
Tornike Kvaratskhelia, fratello minore di Kvara, incanta con i suoi dribbling nella Georgia U17 🔥
Il talento… scorre in famiglia 👀💫#Kvaratskhelia #Football #NextGen pic.twitter.com/HSOaynYo5D
შეგახსენებთ, რომ საქართველო 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგ მატჩს საბერზნეთის წინააღმდეგ მართავს. თორნიკე კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაშია და მეტოქეს პირველივე წუთიდან უტევს.
ფოტო: nakrebi.ge