,,კვარას გაუგზავნეთ'' - რასპადორი ატალანტასთან მოგების აღნიშვნისას
სოციალურ ქსელში დაიდო ჯოვანი სიმეონეს მიერ გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, რომ ,,ნაპოლის'' ავტობუსთან გუნდის გულშემატკივრები ,,ატალანტასთან'' გამარჯვებას აღნიშნავენ.
ვიდეოში ისმის ჯაკომო რასპადორის სიტყვები: ,,კვარას გაუგზავნეთ...''
Italian Football TV-მა ,,ნაპოლის'' ფეხბურთელის რეპლიკა ნიშნის მოგებით ნათქვამად აღიქვა და საკუთარ გვერდზეც სწორედ ასეთი სათაურით განათავსა.
IFTV-ის პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გულშემატკივართა უმეტესობამ პოპულარული გვერდი პოსტის აღწერის გამო გააკრიტიკა და დაწერა, რომ ეს რასპადორის მხრიდან მხოლოდ მეგობრული ჟესტი იყო.
ხვიჩა კვარაცხელიამ ,,პარი სენ ჟერმენთან'' 5-წლიან კონტრაქტი გააფორმა. პარიზულმა კლუბმა ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 75 მილიონ ევრომდე გადაიხადა.
კვარა ,,პსჟ-ში'' ხელფასის სახით 11 მილიონ ევროს მიიღებს. შედარებისთვის, ,,ნაპოლიში'' მისი ანაზღაურება 1.8 მილიონი ევრო იყო.