კვარას წინააღმდეგ ორივე მატჩში მამარდაშვილი დადგება? - ალისონი ტრავმირებულია
3 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლივერპულის პირველმა მეკარემ, ალისონ ბეკერმა, ისევ ტრავმა მიიღო და როგორც ცნობილია, 1 თვეს გამოტოვებს. ამ პერიოდში, ლივერპულს ჩემპიონთა ლიგის 2 უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს გასამართი - მერსისაიდელები მეოთხედფინალში პსჟ-ს უპირისპირდებიან.
პირველი შეხვედრა პარიზში 8 აპრილს გაიმართება, საპასუხო კი 14 აპრილს - ლივერპულში. ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ამხანაგური მატჩების წინ, ალისონი განაცხადიდან ამოიღო (სწორედ ამ ტრავმის გამო) და მის ნაცვლად კორინთიანსის მეკარე, უგო სოუზა გამოიძახა.
ყველაფრის გათვალისწინებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ პსჟ-სთან ორივე შეხვედრაში კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ქართველების პირად დუელსაც ვიხილავთ.