Belive

კვარას დამატებისთვის ბრძოლაში მანჩესტერ იუნაიტედიც ჩაერთო

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ხვიჩა კვარაცხელიას დასამატებლად ბრძოლაში ჩაერთო.

caughtoffside.com-ი წერს, რომ მადრიდის "რეალისა" და "მანჩესტერ სიტის" შემდეგ, ქართველი გარემარბის დასამატებლად ბრძოლაში "იუნაიტედიც" ჩაერთო.

გამოცემა იმასაც აღნიშნავს, რომ კვარაცხელიას დამატება მარტივი არ იქნება და ინგლისელებს საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოუწევთ, რადგან იტალიელები 22 წლის ქართველი ვარსკვლავის შენარჩუნებას და ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავენ.

“მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათ შეუძლიათ მარტივად გამონახონ საერთო ენა, ოღონდ მას შემდეგ, რაც სეზონი დასრულდება და გუნდს ტიტულების მოგებაზე საზრუნავი აღარ ექნება. ამ დროისთვის “ნაპოლი” კვარაცხელიას ხელფასის გაორმაგებას და კონტრაქტის 2028 წლამდე გაგრძელებას შესთავაზებს.

ტექნიკურად კი ეს შესაძლებელი იქნება 1 ივლისიდან და გასაგებია, რომ ნაპოლი არ გაუშვებს შანსს ხელიდან, რომ შეთანხმება უფრო წინ წაწიოს”, - ეს კი La Gazzetta dello Sport-ის სიტყვებია.

ხვიჩა კვარაცხელიასა და "ნაპოლის" შორის არსებული კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.

ქართველ ვარსკვლავს “ნაპოლის” შემადგენლობაში სადებიუტო სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში 12 გოლი და 12 საგოლე პასი აქვს.

სხვა სტატიები