კიმ მინ ჯაეს გარემოცვამ მისი და მანჩესტერ იუნაიტედის შეთანხმება უარყო
Corriere dello Sport-ის მიერ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს კიმ მინ ჯაე კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გაარგძელებდა. გამოცემის ცნობით, სამხრეთ კორეელის გამოსასყიდი თანხა 45 მილიონი ევროა, რომლის გადახდაც გუნდებს 2023 წლის პირველი ივლისიდან 15 ივლისამდე შეუძლიათ. თუმცა, ,,იუნაიტედი” მზადაა, ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადოს.
აღნიშნული ინფორმაცია თავად კორეელი მცველის გარემოცვამ უარყო.
"ტყუილია, რომ "მანჩესტერთან" შეთანხმება მიღწეულია. მომავლისთვის სიჩქარე არ არის საჭირო. "იუნაიტედი" კიმით ჯერ კიდევ ჩინეთში ინტერესდებოდა. ჩვენ მხოლოდ ვისაუბრეთ და ვიმეორებ, რომ მათ კონკრეტული არაფერი შემოუთავაზებიათ."
Kim Min Jae’s entourage: “It’s not true that a deal is closed with Manchester United”. 🔴🇰🇷
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 17, 2023
“There is no hurry for the future. United have been interested in Kim since he was in China, we only spoke but I repeat: there has been no concrete contact”, told Star News Korea. pic.twitter.com/gL2LLdoUke
შეგახსენებთ, რომ კიმი ,,ნაპოლიში” 2022 წელს ,,ფენერბახჩედან” 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.