Belive

კვარა სეზონს ამხანაგური მატჩით იწყებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვიჩა კვარაცხელია 2023/24 წლების სეზონს, არაოფიციალური, ამხანაგური მატჩით იწყებს. 24 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე, "ნაპოლისა" და "სპალის" დაპირისპირება შედგება და იტალიური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კვარა ძირითად შემადგენლობაში იასპარეზებს.

აღსანიშნავია, რომ კვარა "ნაპოლის" ახალი მთავარი მწვრთნელის - რუდის გარსიას მეთაურობით პირველ მატჩს ჩაატარებს. "პარტენოპეისთვის" პრესეზონზე ეს მეორე მატჩია - პირველ შეხვედრაში გადახალისებული შემადგენლობით მოასპარეზე "ნაპოლიმ" "ანანუე" 6:1 დაამარცხა.

შეგახსენებთ, "სპალის" შემდეგ ნეაპოლიტანელები "ჰატაისპორს" (29 ივლისი), "ჟირონას" (2 აგვისტო), "აუგსბურგს" (6 აგვისტო) და "აპოლონს" (11 აგვისტო) დაუპირისპირდებიან. სერია A-ს 2023/24 წლების სეზონი კი 19 აგვისტოს დაიწყება. 

სხვა სტატიები